Сообщения

მეორე დღის რეფლექსია

დღეს მოვისმინეთ ერთმანეთის თემები. გამოვთქვით მათზე ჩვენი შეხედულებები.    გავეცანით როგორ შევქმნათ ბუკლეტები. დავათვალიერეთ word_ი და ვიმუშავეთ მასში. მივიღეთ დავალებად გავეცნოთ ეროვნულ სასწავლო გეგმას  და ჩვენ მიერ შერჩეულ თემებს შევუსაბამოთ ინდიკატორები.  დღევანდელი სამუშაო საინტერესო იყო. ბევრი პრაქტიკული საკითხი შევისწავლეთ.

პირველი დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით სახელმძღვანელოს. შევისწავლეთ მასში მუშაობა და მოდულები მიმოვიხილეთ. ვისწავლეთ პორთფოლიოების შექმნა. შევქმენით საკუთარი ბლოგები. საპროექტო თემებზე მივიღეთ დავალება. დღევანდელი მუშაობა ჩემთვის ნაყოფიერი გამოდგა. ვისწავლე ბევრი საინტერესო საკითხი.